18 იანვარი, 2015

“ლუჩია დი ლამერმური” დაბრუნდა

luchia652 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისში გაეტანო დონიცეტის ოპერა „ლუჩია დი ლამერმური“ შესრულდება.

პირველი საოპერო სეზონი თბილისში 1851 წლის 9 ნოემბერს სწორედ დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“-თ გაიხსნა და გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად. ეს ოპერა თბილისის ოპერის თეატრის რეპერტუარის განუყოფელი ნაწილი 1951 წლამდე იყო. „ლუჩია დი ლამერმური“ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბოლოს 1963 წლის დეკემბერში შესრულდა.

28, 30 იანვარს 52 წლიანი პაუზის შემდეგ გაეტანო დონიცეტის ოპერა „ლუჩია დი ლამერმური“-ს პრემიერა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში საკონცერტო შესრულებით იქნება წარმოდგენილი.

მთავარ პარტიებს ასრულებენ მარიკა მაჩიტიძე (ლუჩია), არმაზ დარაშვილი, ოთარ ჯორჯიკია (ედგარდო), ზაალ ხელაია, ვახტანგ ჯაშიაშვილი (ენრიკო), ლეგი იმედაშვილი, გოჩა დათუსანი-ჯიღაური (რაიმონდო), თათია ჯიბლაძე (ალისა), აჩიკო გოგიტიძე (არტურო), თამაზ საგინაძე (ნორმანო), თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი მთავარი ქორმაისტერი ავთანდილ ჩხენკელი, ქორმაისტერი შალვა შაორშაძე, დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი.