22 იანვარი, 2015

ლინდსი ლოჰანი ჰოსპიტალიზირებულია

Lindsay-Lohan43მსახიობი, მომღერალი და მოდელი ლინდსი ლოჰანი საავადმყოფოშო მოხვდა. ამის მიზეზი საშიში ვირუსია. ვირუსი დაინფიცირებული კოღოს ნაკბენით გადადის და მისი სიმპტომებია მაღალი სიცხე, თავის და სახსრების ტკივილი, გულისრევა და უღონობა.

28 წლის ვარსკვლავმა მაღალი ტემპერატურით და საშინელი ტკივილებით ლონდონში მეფე ედუარდ VII-ის სახელობის საავადმყოფოს მიაკითხა. უცხოური გამოცემების ინფორმაციით, ლოჰანმა თავი ცუდად შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ იგრძნო. საახალწლო არდადეგები მან ბორა-ბორაზე გაატარა.