Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლევან სანიკიძე 90 წლის გახდებოდა

26 იანვარი, 2015

levan3ქართველი მწერალი და ისტორიკოსი ლევან სანიკიძე 26 იანვარს 90 წლის გახდებოდა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა ქართული ისტორიის კვლევასა და მისი მომავალი თაობებისთვის გადაცემაში უდიდესი ღვაწლი გასწია.

ლევან სანიკიძემ წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი დაამთავრა, იყო სიმონ ყაუხჩიშვილის ასპირანტი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სამი წელი იმსახურა ჯარში. 28 წლის ასაკში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რასაც მოყვა სადოქტორო დისერტაციის დაცვა და მიენიჭა პროფესორის წოდება.

1975 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგედ.

მისი პირველი პიესა იყო „გაიუს გრაკხუსი“, რომელიც ჯერ გამოქვეყნდა, შემდეგ კი დაიდგა. მას ჰქონდა პიესები „მედეა“, „სპარტაკი“, „ქუთათურები“, რომლებიც დიდი წარმატებით იდგმებოდა ქართული თეატრების სცენებზე.

ლევან სანიკიძის მხატვრულ-დოკუმენტურმა თხზულებამ „უქარქაშო ხმლები“ ისეთი პოპულარობა მოიპოვა მკითხველში, რომ რამდენჯერმე გამოიცა. მასვე ეკუთვნის პოპულარული წიგნები „ანტიკური ქვეყნების ისტორია“, „ამბავი კოლხი ასულისა“, „რომის იმპერია“, „მარიუსი და სულა“, „კვერთხი ეშმაკთა“, „კეისარიადა“, „სამას-სამასი“, „ალექსანდრე მაკედონელი“, „გიორგი სააკაძე“, „დედა ისტორია“, „დავით აღმაშენებელი“, „თამარიანი“, „სავედრებელი გიორგი ათონელისა“, „მესამე დასის საქართველო“, „წიგნი მოწამეთა“, „პონტოელნი“, „მკვლელობა ხობის წყლის პირას“, „პუნიკური ომები“.
ლევან სანიკიძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.