19 იანვარი, 2015

კულტურის სამინისტრო მიღებას გამართავს

14საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ზაზა ურუშაძის და გიორგი ოვაშვილის ფილმების საერთაშორისო წარმატების აღსანიშნავად მიღებას გამართავს.

სასტუმრო “თბილისი მარიოტში” დაგეგმილ ღონისძიებაზე მიწვეული არიან ოსკარზე წარდგენილი ქართულენოვანი ფილმის გადამღები ჯგუფის წევრები და კინოხელოვანები. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება.

ოსკარის 87-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ზაზა ურუშაძის “მანდარინები” მოხვდა. ფილმი ესტონეთმა წარადგინა. ამასთან, შესარჩევ ფილმებს შორის იყო გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული”, რომელიც შორთ ლისტში შევიდა, მაგრამ ხუთეულს მიღმა დარჩა.