20 იანვარი, 2015

კომპოზიტორთა კავშირი ხელისუფლებას მიმართავს

kompozitorebiსაქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს, სადაც ბორჯომში არსებული კომპოზიტორთა სახლის დაბრუნებას ითხოვს.

კომპოზიტორები ხელისუფლებას ჩამორთმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით წინასაარჩევნო დაპირებებსაც ახსენებენ.

მათი თქმით, 2006 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბორჯომში კომპოზიტორების კერძო სახსრებით აშენებული შენობა უკანონოდ ჩამოართვა და სახელმწიფო ქონებად დაარეგისტრირა.

ამ სახლთან დაკავშირებით, კომპოზიტორთა კავშირსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის სასამართლო პროცესი ახალციხის რეგიონალურ სასამართლოში ახლაც მიმდინარეობს.

კომპოზიტორებს აქვთ ინფორმაცია, რომ ეკონომიკის სამინისტრო მათი უძრავი ქონების გაყიდვას აპირებს და ამ მიზნით კერძო ინვესტორთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებს.