29 იანვარი, 2015

კოკას და ნინოს ნანუკა ჟორჟოლიანმა ბინა აჩუქა

koka-da-nino2ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ “ნიჭიერის” მეხუთე სეზონს მიეძღვნა. წამყვანმა გადაცემაში ფინალისტები მიიწვია და ისინი გულუხვად დაასაჩუქრა.

ფინალისტებმა შოუში მუსიკალური და საცეკვო ნომრები შეასრულეს. კოკამ და ნინომ ნინო ქათამაძის “ქუჩაში ერთხელ” იმღერეს ჟესტების ენაზე, ანსამბლმა “ლილემ” კი ცეკვა შეასრულა.

კოკას და ნინოს ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ სასტუმროს ტიპის ბინა აჩუქა ბაკურიანში.

ანსამბლ “ლილეს” კი ნანუკას შოუს ინციატივით, სარეპეტიციო დარბაზი სრულად გაურემონტდება და მოცეკვავეებს ყველანაირი კომფორტი ექნებათ იმისთვის, რომ რეპეტიციები საკადრის პირობებში გაიარონ და შემდეგ თავისი ნამუშევარი მაყურებლის წინაშე წარადგინონ.