18 იანვარი, 2015

კევინ კოსტნერი 60 წლის გახდა

kevin2ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და მუსიკოსი კევინ მაიკლ კოსტნერი 18 იანვარს 60 წლის გახდა.

ემის და სამგზის ოქროს გლობუსის მფლობელი ხელოვანი მსოფლიოს კინემატოგრაფის ისტორიაში ერთ-ერთია იმ 6 რეჟისორს შორის, რომლებმაც ოსკარი სადებიუტო ნამუშევრისთვის მიიღეს. მისი ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ალეას ამშვენებს.

იუბილარს პოპულარობა მოუტანეს ფილმებმა “რობინ ჰუდი: ქურდების უფლისწული”, “პირადი მცველი”, რომელშიც უიტნი ჰიუსტონს გაუწია პარტნიორობა, “ხელშეუხებელნი”, “ცეკვა მგლებთან”, “ფოლადის ადამიანი”.
“მგლებთან მოცეკვავე” მსახიობის სადებიუტო ფილმია რეჟისურაში, რომელშიც მთავარი როლიც ითამაშა და ფილმი კინოჰიტიც გახდა. სწორედ ამ ფილმმა მოუტანა ორი ოსკარი მსახიობს ნომინაციებში “წლის საუკეთესო ფილმი” და “საუკეთესო რეჟისორი”.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, 60 წლის მსახიობს პირველ მეუღლესთან სინტია სილვოისთან 16 წლიანი თანაცხოვრების პერიოდში სამი შვილი ეყოლა ენი, ლილი და ჯო. სამი შვილი ჰყავს მსახიობს მეორე მეუღლესთან კრისტინ ბაუმგარტნერთანაც, რომელთანაც უკვე 11 წელია ცხოვრობს. მსახიობს ბრიჯიტ რუნისთანაც ჰყავს ბიჭი ლაიამი.

მსახიობობის გარდა, კევინ კოსტნერი მუსიკის სფეროშიც მოღვაწეობს. ის “Kevin Costner & Modern West”-ის წევრია, რომელიც ქანთრი-როკს მღერის.