8 იანვარი, 2015

კაროლინა ჰერერა იუბილარია

Carolina_Herrera38 იანვარს ვენესუელელი-ამერიკელი მოდის დიზაინერის კაროლინა ჰერერას დაბადების დღეა. მან კარიერა 40 წლის ასაკში დაიწყო და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დიზაინერად არის მიჩნეული.

1980 წელს მან დააარსა კომპანია Carolina Herrera New York და საბოლოოდ გადავიდა საცხოვრებლად კარაკასიდან ამერიკაში. ის მოდის სამყაროში ცნობილია, როგორც დახვეწილი გემოვნების მქონე დიზაინერი. 70-იან წლებში კაროლინა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოდურ ქალბატონად დაასახელეს.

მისი კოლექცია სხვადასხვა ტიპის სამოსს აერთიანებს. დიზაინერი არ მიეკუთვნება იმ მემოდელეების რიცხვის, ვისი შექმნილი სამოსიც მხოლოდ პოდიუმზე აცვიათ მოდელებს და შემდეგ ის სამუზეუმო ექსპონატია. მისი კოსტიუმებით იმოსებოდა ჟაკლინ კენედი გარდაცვალებამდე ბოლო 12 წლის განმავლობაში.

დიზაინერმა პარფიუმერიაშიც სცადა ბედი და გამოუშვა თავისი პირველი სუნამო Carolina Herrera, რომელმაც მომხმარებელში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

კაროლინა ჰერერას ბევრი ცნობილი კლიენტი ჰყავს, მათ შორისაა ამერიკის პირველი ლედი მიშელ ობამა.