9 იანვარი, 2015

განქორწინების საინტერესო ტრადიციები მსოფლიოში

gayra1მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს ტრადიციები განქორწინებასთან დაკავშირებით.

“არტინფო” გთავაზობთ რამდენიმე ქვეყნის ტრადიციას ცოლ-ქმრის გაყრასთან დაკავშირებით:

1. ინგლისის ერთ-ერთ ქალაქში არსებობდა ასეთი ტრადიცია: თუკი ქმარი შევიდოდა ტაძარში, ბიბლიაზე დადებდა ხელს და განაცხადებდა, რომ ერთი წლის განმავლობაში არასდროს უნანია ქორწინების გამო, საჩუქრად ღორის ბარკალს მიიღებდა. ეს ტრადიცია უკვე 350 წელია არსებობს. როგორც მემატიანეები გადმოგვცემენ, ამდენი ხნის განმავლობაში ღორის ბარკალი მხოლოდ 8 მამაკაცს გადაეცა.

2. დაუჯერებელია, მაგრამ მე-18-ე ათასწლეულამდე უელსში განქორწინება შესაძლებელი იყო ჩვეულებრივი ცოცხის საშუალებით. თუკი რომელიმე მეუღლე ცენტრალურ კართან დაგდებულ ცოცხს გადაახტებოდა, მათი ქორწინება დასრულებული იყო.

3. აფრიკის სიახლოვეს მდებარობს პატარა კუნძული. ამ კუნძულზე მაცხოვრებლებს გაყრის ყველაზე მარტივი წესი აქვთ. განქორწინების უფლება მხოლოდ ქალს აქვს. ის აბეზარი ქმრისგან თავისუფალი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი მის ტანსაცმელს სახლის ფანჯრიდან გადაყრის.

4. 1956 წელს საბჭოთა კავშირში გაყრა მხოლოდ სახალხოდ იყო შესაძლებელი. ამას მოწმობდა ოჯახისა და ქორწინების კოდექსი. ცოლ-ქმარი რომ გაყრილიყო, ერთ-ერთ მეუღლეს უნდა დაეწერა განცხადება, გამოეძახებინა მეორე ნახევარი სასამართლოში, გადაეხადა გადასახადი 100 მანეთის ოდენობით და გამოექვეყნებინა განცხადება გაყრის შესახებ გაზეთში.

5. სინგაპურსა და მალაიზიაში რელიგიურმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ სმს შეტყობინებას იურიდიული ძალა აქვს. მუსულმანების გაყრისთვის სრულიად საკმარისია სმს-ის სამჯერ გამეორება და შემდეგ მისი დადასტურება შარიათის სასამართლოში.

6. საკმაოდ უჩვეულო და უცნაური ტრადიცია არსებობდა მონტენეგროში. მოწმეების თვალწინ ცოლი და ქმარი იღებდა თოკს და შუაზე ჭრიდა. ამის შემდეგ ითვლებოდა, რომ ისინი გაყრილები იყვნენ.

7. აფრიკაში მცხოვრებ ნარაგუს ტომს უცნაური ტრადიცია აქვს: ტრადიციული საქორწილო ცერემონიალის შემდეგ, ახლადშეუღებულები სრულის წესების დაცვით იკეთებენ ნიღბებს და არ იხსნიან ერთი წლის განმავლობაში. თუკი ამ დროის გავსლის შემდეგ მათ ნიღბები არც ერთხელ არ მოუხსნიათ, ეს ქორწინება გაუქმებულია.

8. ძველ რომში ასეთი ტრადიცია იყო: მამაკაცს შეეძლო ცოლად მხოლოდ ერთი ქალი შეერთო. ეს ქორწინება სამუდამოდ ითვლებოდა. ამასთანავე მამაკაცებს შეეძლოთ რამდენჯერმე დაქორწინებულიყვნენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, ქალებს კი მაინც ეკრძალებოდათ მეორედ ან მესამედ გათხოვება. რომაელი მამაკაცები, რომლებსაც ცოლები ბეზრდებოდათ, მათ კლავდნენ.

9. კუნძულ იამაზე დღემდე არსებობს ასეთი ტრადიცია: მამაკაცმა, რომელსაც განქორწინება რაღაც მიზეზის გამო სურს, 5 ხე უნდა დარგოს.

10. ინგლისში ძველ დროს, განქორწინების შემთხვევაში ქმარს ცოლი უნდა გაეყიდა. საფასური ერთ შილინგზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. თუკი ცოლს ვინმე იყიდიდა, წყვილის ქორწინება დასრულებულად ჩაითვლებოდა. ასეთი წესით გაყრა 21-ე ათასწლეულშიც იყო შესაძლებელი. ფერმერმა ჯოზეფ ტომფსონმა თავისი ცოლი 12 შილინგად გაყიდა და ლეკვიც თან მიაყოლა.

11. სმს-ის საშუალებით განქორწინება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებშიც არის შესაძლებელი. მთავარი პირობა ისაა, რომ შეტყობინება შეცდომებს არ უნდა შეიცავდეს.