14 იანვარი, 2015

ევროვიზია 2015-ზე ნინა სუბლატი წარგვადგენს

nina“საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული ნინა სუბლატი საქართველოს სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე “ევროვიზია 2015” წარადგენს.

ხმის მიცემა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. საერთაშორისო ჟიურიმ კონკურსში წარდგენილთაგან საუკეთესო ხუთეული დაასახელა. ხუთეულში მოხვდნენ ჯგუფი “ნიუტონი”, ეთერ ბერიაშვილი, ედვარდ მეისონი, ნინა სუბლატი და მიშა სულუხია.

14 იანვარს ხუთეულიდან საერთაშორისო ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მუსიკოსები, მომღერლები, პროდიუსერები და ევროვიზიის მონაწილეები თავისი ქულები გაასაჯაროვეს.

ემილი დე ფორესტი: 1 ქულა – ნიუტონი, 2 ქულა – მიშა სულუხია, 3 ქულა – ედვარდ მეისონი, 4 ქულა – ეთერ ბერიაშვილი, 5 ქულა – ნინა სუბლატი.
ეუგენ ელიუ: 1 ქულა – ედვარდ მეისონი, 2 ქულა – ეთერ ბერიაშვილი, 3 ქულა – ნინა სუბლატი, 4 ქულა – ნიუტონი, 5 ქულა – მიშა სულუხია.
მარკო ბრაი: 1 ქულა – ედვარდ მეისონი, 2 ქულა – ეთერ ბერიაშვილი, 3 ქულა – მიშა სულუხია, 4 ქულა – ჯგუფი ნიუტონი, 5 ქულა – ნინა სუბლატი.
ტომას გიასონი: 1 ქულა – ედვარდ მეისონი, 2 ქულა – ნიუტონი, 3 ქულა – ეთერ ბერიაშვილი, 4 ქულა – მიშა სულუხია, 5 ქულა – ნინა სუბლატი.
რალფ რეინიკი: 1 ქულა – ედვარდ მეისონი, 2 ქულა – ნიუტონი, 3 ქულა – ნინა სუბლატი, 4 ქულა – ეთერ ბერიაშვილი, 5 ქულა – მიშა სულუხია.

საბოლოოდ საერთაშორისო ჟიურის მიერ დაწერილი ქულებით კონკურსანტების ქულები ასე დაჯამდა: 21 ქულა ნინა სუბლატი, 19 მიშა მიშა სულუხია, 15 ქულა ეთერ ბერიაშვილი, 13 ქულა ნიუტონი, 7 ქულა ედვარდ მეისონი.

საერთაშორისო ჟიურის ქულებს მაყურებლის მესიჯები და ზარებიც დაემატა და გამარჯვებული ნინა სუბლატი გახდა. როგორც მომღერალმა განაცხადა, მას საერთოდ არ უნდოდა ევროვიზიაზე წასვლა, მაგრამ ამ კონკურსში თავისი გულშემატკივრების დაჟინებული მოთხოვნით მიიღო მონაწილეობა.