14 იანვარი, 2015

დავით დოიაშვილს გრან პრი გადაეცა

doi1საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ყოველწლიური პრემიის “წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილებების” რჩეულები დაასახელა.

წლის საუკეთესო ქართული პიესისთვის:

“სახლი ღრუბლებში” რეზო ნაჭყებია

წლის საუკეთესო სპექტაკლისათვის “გრან-პრი”:

თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალურ კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი სპექტაკლი მაქსიმ გორკის “ფსკერზე”, რეჟისორი დავით დოიაშვილი, მხატვარი გიორგი უსტიაშვილი, მსახიობი კახა კინწურაშვილი – როლი მსახიობი, მსახიობი ნანა ბუთხუზი – როლი ვასილისა.

ჟიურის გადაწყვეტილებით პრემია გაიყო წლის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის:

გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი გ. ბიუჰნერის, ს. პშიბიშევსკას “დანტონი” რეჟისორი სოსო ნემსაძე.

წლის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის:

ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატულტ თეატრი მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყო” რეჟისორი გოჩა კაპანაძე.

წლის საუკეთესოდ შესრულებული მამაკაცის როლი:

საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრში დადგმულ სპექტაკლში “საქართველო ლამაზო…” როლი კინტო – ამირან შალიკაშვილი.

წლის საუკეთესოდ შესრულებული ქალის როლი:

შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – ფანტაზია პოლიკარპე კაკაბაძის პიესების მიხედვით – “ასულნი” როლი ასული – ზაზა ლებანიძე.

წლის საუკეთესოდ შესრულებული მეორე პლანის კაცის როლისთვის:

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი – უილიამ შექსპირი – “რომეო და ჯულიეტა” როლი კაპულეტი – კოტე თოლორდავა.

წლის საუკეთესოდ შესრულებული მეორე პლანის ქალის როლისთვის:

ქალაქ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი – ლაშა თაბუკაშვილი “მერე რა, რომ სველია სველი იასამანი” როლი ნია – ანა შარვაძე.

წლის საუკეთესო ვაჟი ახალგაზრდა მსახიობი:

თბილისის მუნიციპალური თეატრი გლობუსი – ნიკოლაი გოგოლი – “შეშლილის წერილები” როლი პოპრიშჩინი – თორნიკე ბელთაძე.

წლის საუკეთესო ქალი ახალგაზრდა მსახიობი:

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – ისააკ ბაშევის – ზინგერი ივ ფრიდმანი “ტოიბელე და მისი დემონი” როლი ტოიბელე – ანა ვასაძე.

წლის საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევარი:

სამეფო უბნის თეატრი – ფერდინანდ ბრუკნერი “ტკივილი არის ახალგაზრდობა” – ქეთევან ნადიბაიძე.

ჟიურის გადაწყვეტილებით პრემია გაიყო სპექტაკლისათვის შექმნილი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის: 

ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – მიხეილ ჯავახიშვილი “ჯაყო” – ალექსანდრე თედიაშვილი.

სპექტაკლისათვის შექმნილი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის:

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი – “ჩვენ გველის დიდება” – ანა ქასრაშვილი.

წლის საუკეთესო კრიტიკული (რეცენზია, შემოქმედებითი პორტრეტი):
“ცივი ზამთრის ცივი და სევდიანი ზღაპარი” გაზეთი “ქართული თეატრის დღე”, 2014 წ. 14 იანვარი – ლელა ოჩიაური.

ჟიურის გადაწყვეტილებით პრემია გაიყო წლის საუკეთესო თეორიული (წიგნი, მონოგრაფია, თეატრის თეორია) ნამუშევრისთვის: 

წლის საუკეთესო თეორიული (წიგნი, მონოგრაფია, თეატრის თეორია) – “მიახლოება საუკუნესთან” – ვასილ კიკნაძე.

აქვსენტი ცაგარელის ბიოგრაფიული ნატეხები – “და სიყვარულის ასე მოთმენა” – როსტომ ჩხეიძე.

ჟიურის თავმჯდომარე ჯეირან ფაჩუაშვილი, ჟიურის მდივანი ანო ჯიქურაშვილი.