22 იანვარი, 2015

ბარბრა სტრეიზანდმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

Barbra_Streisand272 წლის ამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა ბარბრა სტრეიზანდმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

როგორც გამომცემლობა Billboard იტყობინება, ხელოვანის ბოლო სტუდიური ალბომი სახელოწდებით “Partners”, მილიონობით ტირაჟით გაიყიდა. ამ ალბომზე მუშაობისას მან ითანამშრომლა მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან სტივ უანდერთან, ლაიონელ რიჩისთან და ელვის პრესლისთან. ბარბრა სტრეიზანდი ერთადერთი მომღერალი გახდა, რომელიც 31 პლატინის დისკის მფლობელია. მეორე ადგილს იკავებს ქანთრი შემსრულებელი რიბა მაკინტაირი 19 პლატინის დისკით.

ბარბრა სტრეიზანდი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზაურებადი და კომერციული ხელოვანია თანამედროვე შოუ ბიზნესში. ის ერთადერთია, ვინც თავისი ალბომებით სათავეში ჩაუდგა ბილბორდ 200-ს 1960, 1970, 1980, 1990, 2000 და 2010 წლებში. მთელ მსოფლიოში მისი ფირფიტების 145 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.

ხელოვანის ჯილდოებს შორისაა ორი ოსკარი, ოთხი ოქროს გლობუსი, ორი ემი და თერთმეტი გრემი.