28 იანვარი, 2015

ავთანდილი ახალ კოლექციას ბაქოში წარადგენს

av2ქართველი დიზაინერი ავთანდილი თავის ახალ კოლექციას აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში წარადგენს.

მასთან ერთად სპეციალურ ჩვენებაში სხვა ქართველი დიზაინერებიც მიიღებენ მონაწილეობას. თავის კოლექციებს მოდის მოყვარულ საზოგადოებას წარუდგენენ თამუნა ინგოროყვა, გვანცა ჯანაშია, ქეთი ჩხიკვაძე, ანუკი არეშიძე, ატელიე კიკალა, ჯაბა დიასამიძე, სოფო გონგლიაშვილი, ანუკა ქებურია.

ახალი კოლექციების ჩვენებები 28 და 29 იანვარს ბაქოს ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართება. ქართველი დიზაინერები შოურუმზე წარმოადგენენ როგორც ტანსაცმლის, ასევე ფეხსაცმლისა და აქსესუარების ახალ კოლექციებს.