20 იანვარი, 2015

20 იანვარს ოდრი ჰეპბერნი გარდაიცვალა

odri220 იანვარს ულამაზესი მსახიობი ოდრი ჰეპბერნი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოდრი კეთლინ რასტონი ოსკარის მფლობელი ბრიტანელი მსახიობი, მოდელი და ჰუმანიტარი იყო. ის ბელგიაში დაიბადა და ერთადერთი შვილი იყო ინგლისელ-ირლანდიელი ბანკირის ჯოსეფ ენთონი რასტონისა და ფრანგ და ინგლისელ მეფეთა ჩამომავალი ჰოლანდიელი არისტოკრატის ბარონესა ელა ვან ჰეემსტას ოჯახში. მამამისმა მოგვიანებით საკუთარ გვარს დაამატა ჰეპბერნი და შედეგად ოდრი ჰერპერნ-რასტონი გახდა. მას დედის ჰოლანდიელ დიდგვაროვანზე პირველი ქორწინებიდან ორი ნახევარძმა ჰყავდა.

ის გამოირჩეოდა თავმდაბლობით, სიკეთით, ენამახვილობითა და მომხიბლავი პერსონით, რომლის ცხოვრებისეული ფილოსოფია სხვების საკუთარი თავის წინ დაყენება იყო. ხასიათის ეს თვისება მან განსაკუთრებით ცხოვრების მეორე ნახევარში გამოამჟღავნა, როცა იუნისეფთან თანამშრომლობა დაიწყო.

ფილმი “რომაული არდადეგები” მისთვის ოსკარის მომტანი გახდა. ამ ფილმში მას პარტნიორობა გრეგორი პეკმა გაუწია. ისინი მთელი ცხოვრება განუყრელი მეგობრები იყვნენ. “რომაულ არდადეგებს” მოჰყვა ფილმი “საბრინა”, “ომი და მშვიდობა”, “სიყვარული შუადღის შემდეგ”, “ისტორია მონაზონზე”, “საუზმე ტიფანისთან”, “ჩემი მშვენიერი ლედი”, “როგორ მოვიპარო მილიონი”.

წარმატებული სამსახიობო კარიერის გამო, ოდრი ჰეპბერნს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.