8 დეკემბერი, 2014

ზემო სვანეთში ინვენტარიზაცია დასრულდა

s2კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენისა და განვითარების მიზნით, ზემო სვანეთში პირველადი ინვენტარიზაცია განახორციელა. ზემო სვანეთში ჩატარებული ექსპედიციის შედეგად, რომლის ხელმძღვანელიც სოფო ლობჟანიძეა, არასამთავრობო ორგანიზიამ „მემკვიდრეობა მომავლისთვის“ გამოავლინა 174 არამატერიალური კულტრული მემკვიდრეობის ელემენტი და დაამუშავა 80 საველე და 51 სააღრიცხვო ბარათი.

მუშაობის შედეგად, უკვე გამოიკვეთა რამდენიმე ათეული გამორჩეულ ნიმუში უძველეს სვანური საკრავი – ჭუნირი, ხეზე კვეთის ტრადიცია, სვანური ქუდის დამზადების ტექნოლოგია, ფეტვიანი ხაჭაპური, სვანურ მარილი და ქალთა ფერხული, რომელთა დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით, წლის ბოლომდე კულტურული მემკვიდერობის დაცვის ეროვნული სააგენტო არამატერიალური ძეგლის სტატუსს მიენიჭებს.

ეროვნულ სააგენტოში ზემო სვანეთში განხორციელებული ექსპედიციის ანგარიშის პრეზენტაცია უკვე გაიმართა, ორგანიზაციამ „მემკვიდრეობა მომავლისთვის“ დარგის სპეციალისტებს ზემო სვანეთში არსებული მდგომარეობა გააცნო.

მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის იმპლემენტაციისთვის, ეროვნული სააგენტოს ერთერთი მთავარი პრიორიტეტია, საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განავითარება. შედეგად “ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი“ დღეს მსოფლიო არამატერიალური ძეგლის სტატუსით სარგებლობს.