16 დეკემბერი, 2014

ვერიკო ტურაშვილი დედა გახდა

veriko1მომღერალი ვერიკო ტურაშვილი დედა გახდა. 11 წლიანი პაუზის შემდეგ, მან დედობის სიხარული მეორედ შეიგრძნო და მეორედაც ქალიშვილი შეეძინა. მომღერალი სოციალურ ქსელში უკვე უამრავ მილოცვას და საუკეთესო სურვილებს იღებს.

ვერიკო ტურაშვილის მეორე შვილის მამა რუსთავი 2-ის ოპერატორი ლაშა ნაკაიძეა. ამჟამად ისინი მეგობრები არიან და მათი პირველი შვილი წყვილის სამწლიანი მეგობრობის შედეგია.

მშობლებმა ახალშობილ გოგონას ნატალია დაარქვეს. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ორსულობის მთელი რვა თვე მომღერალს ექოსკოპიაზე ეუბნებოდნენ, რომ ბიჭის დედა გახდებოდა, მხოლოდ მერვე თვეში გახდა ცნობილი, რომ ვერიკო ბიჭის კი არა, გოგოს დედა გახდებოდა.

ყველაზე მეტად პატარას დაბადება ვერიკოს უფროს ქალიშვილს ლიზის გაუხარდა.

“არტინფო” ულოცავს ვერიკო ტურაშვილს მეორე ქალიშვილის დაბადებას, ჯანმრთელობას, სიხარულს და წარმატებებს უსურვებს დედა-შვილს.