10 დეკემბერი, 2014

ცეკვავენ ვარსკვლავები ზურა გორგაძემ დატოვა

zura1“ცეკვავენ ვარსკვლავების” მორიგი ტური წარუმატებელი ზურა გორგაძისა და სალომე ჭაჭუას წყვილისთვის აღმოჩნდა.

შოუში დარჩენილმა ხუთმა წყვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მორიგ საკონკურსო ტურში გადასულიყო. პროექტის წესების თანახმად, შოუს ბოლოს წამყვანებმა ორი აუთსაიდერი დაასახელეს.

მაყურებლის გადაწყვეტილებით აუთსაიდერები გახდნენ ზურა გორგაძისა და სალომე ჭაჭუას და ნოდიკო ტატიშვილისა და ჯულიანა ბარგნარის წყვილები. ხმის მიცემის შეწყვეტის შემდეგ კი შოუში ნოდიკო ტატიშვილი და ჯულიანა ბარგნარი დარჩნენ.

მომავალ სამშაბათს “ცეკვავენ ვარსკვლავებში” 4 წყვილი იცეკვებს: ნოდიკო ტატიშვილი და ჯულიანა ბარგნარი, მარიამ როინიშვილი და ლევან ახვლედიანი, ზურა მანჯავიძე და მზია ორველაშვილი და თორნიკე ტყემალაძე და ლელა ბაზალი.