“თსუ გორდელა” კონცერტს გამართავს

gggg119 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „თსუ გორდელას“ კონცერტი გაიმართება.

ღონისძიებას თსუ-ის რექტორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოში ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია, მოწვეული სტუმრები, სტუდენტები და პროფესორები დაესწრებიან.

„თსუ გორდელას“ კონცერტი ეძღვნება ხანუკას დღესასწაულს და საქართველო-ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავს. კონცერტი თსუ-ის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეშია დაგეგმილი.