თორნიკე ტყემალაძემ “ცეკვავენ ვარსკვლავები” დატოვა

tttt1მოდელმა თორნიკე ტყემალაძემ “ცეკვავენ ვარსკვლავები” დატოვა. მან და მისმა მეწყვილემ ლელა ახვლედიანმა ჟიურისგან ყველაზე დაბალი ქულები მიიღეს, ამას დაემატა ესემესების ნაკლებობაც და წყვილი პროექტს გამოეთიშა.

ოთხმა კონკურსანტმა ორ-ორი ცეკვა შეასრულა. ერთი თავის მუდმივ პარტნიორთან, მეორე კი პროექტის მონაწილე სხვა მოცეკვავეებთან. მთლიანობაში პროექტის ლიდერი ჟიურის შეფასებებით გახდა მარიამ როინიშვილის და ლევან ახვლედიანის წყვილი 59 ქულით, მეორე ადგილი დაიკავეს ნოდიკო ტატიშვილმა და ჯულიანა ბარგნარმა 54 ქულით, მესამე ადგილზე აღმოჩნდნენ ზურა მანჯავიძე და მზია ორველაშვილი 53 ქულით, მეოთხე ადგილზე კი თორნიკე ტყემალაძე და ლელა ახვლედიანი 50 ქულით.

აუთსაიდერებში თორნიკე ტყემალაძესა და ლელა ახვლედიანთან ერთად აღმოჩნდნენ მარიამ როინიშვილი და ლევან ახვლედიანი. მაყურებლის გადაწყვეტილებით, პროექტში მარიამი და ლევანი დარჩნენ, თორნიკემ და ლელამ კი პროექტი დატოვეს.