18 დეკემბერი, 2014

თემო საჯაიამ “ერთი ერთშის” მეხუთე ტური მოიგო

temo1მუსიკალური შოუს “ერთი ერთში” მეხუთე საკონკურსო ტური მომღერალმა თემო საჯაიამ მოიგო. მას წინა ოთხშაბათს ლოტოტრონმა სტივენ ტაილერის განსახიერება არგუნა. დავალებას მომღერალმა შესანიშნავად გაართვა თავი და უმაღლესი ქულებიც დაიმსახურა.

ჟიურის ოთხივე წევრმა თემო საჯაია უმაღლესი 12 ქულა დაუწერა. ჟიურის მეოთხე წევრი იყო ფორტუნა პლუსის წარმომადგენელი რეზო კაკულია. კონკურსანტებმაც გადაანაწილეს თავისი კუთვნილი 5 ქულა და თემო საჯაია გახდა ამ ტურის გამარჯვებული 65 ქულით.

მთლიანობაში ხუთივე ლაივის შედეგებით ლიდერობას ინარჩუნებს სალომე ბაკურაძე 271 ქულით, მეორე ადგილზეა ნინი წიკლაური 245 ქულით, მესამე ადგილზე აღმოჩნდა თემო საჯაია 215 ქულით, მეოთხე ადგილზე კი ზურა ჯავახიაა 213 ქულით.

მეხუთე საკონკურსო ტურში მონაწილეობა არ მიუღია ნუკა კვალიაშვილს ავადმყოფობის გამო. პროექტს დაუბრუნდა მისი წამყვანი კახა კინწურაშვილი, რომელიც ჩინეთში გამართული გასტროლიდან დაბრუნდა.

კონკურსის დასრულების შემდეგ, კახა კინწურაშვილმა მომღერლები ლოტოტრონთან მიიწვია და ახალი ვარსკვლავები აარჩევინა მომდევნო ოთხშაბათმსთვის. ლიზა ყენიას ბიონსე შეხვდა, გიორგი სუხიტაშვილს ჯემი როქვაი, გოგა მესხს ტომ ჯონსი, სალომე ბაკურაძეს სილო გრინი, ზურა ჯავახიას ბონო, ნინი წიკლაურს ნატო მეტონიძე და თემო საჯაიას ენი ლენოქსი. ნუკა კვალიაშვილი კი პროექტს მომდევნო ოთხშაბათს შეუერთდება და კრისტინა აგილერას განსახიერება მოუწევს.