13 დეკემბერი, 2014

თბილისში Modjo ჩამოდის

mojo127 დეკემბერს თბილისში Modjo ჩამოდის. ამის შესახებ უცხოეთში მოღვაწე ქართველი პროდიუსერი ეკა ჩიტაშვილი ავრცელებს ინფორმაციას:

“თბილისი! 27 დეკემბერს ყველა ერთად ლეგენდარულ Yann Destal (Modjo)-ს კონცერტზე, უახლეს, უმაგრეს და ყველაზე კომფორტულ კლუბ Re:Public-ში. არ გამოტოვოთ!”

Modjo საქართველოს პირველად არ სტუმრობს. ეს ფრანგული მუსიკალური პოპ ჰაუს დუეტია, რომელიც პროდიუსერისგან და ვოკალისტისგან შედგება. ორივე პარიზელია და სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობით და სწავლით იყო დაკავებული.

ისინი ერთმანეთს 1998 წელს შეხვდნენ და მათი პირველი ერთობლივი კომპოზიცია Lady ელვის სისწრაფით გახდა პოპულარული. მათ საბოლოოდ Modjo Band დაირქვეს, თუმცა მოგვიანებით მათი გზები გაიყო და სოლოკარიერებზე დაიწყეს ზრუნვა.