24 დეკემბერი, 2014

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი გალაკონცერტს გამართავს

oprta---logo1ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი გალა-კონცერტს ქუთაისში გამართავს. 24 დეკემბერს თეატრის დასი ქუთაისელ მსმენელს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 45 წლის იუბილეს მიულოცავს და სწორედ გალაკონცერტით შეუერთდება მილოცვებს.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები და ორკესტრი. შესრულებული იქნება არიები და დუეტები ფალიაშვილის, პუჩინის, ვერდის, გუნოს, პონკიელის, ჩილეას ოპერებიდან. გალა-კონცერტს ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს.

საიუბილეო კვირეული 27 დეკემბერს რუჯერო ლეონკავალოს ოპერა „ჯამბაზებით“ დაიხურება, რომელსაც ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი წარმოადგენს. სპექტაკლს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს.