14 დეკემბერი, 2014

თამარ ალადაშვილმა ახალი კლიპი გადაიღო

aladashvili-tamarთსუ გორდელას ერთ-ერთმა წევრმა, მომღერალმა თამარ ალადაშვილმა ახალი მუსიკალური ვიდეორგოლი გადაიღო.

“არადა” – ასე ჰქვია ახალ სიმღერას, რომელზეც კლიპი უკვე მზად არის და მისი პრეზენტაცია 14 დეკემბერს ხელოვნების ცენრტ “მუზაშია” დაგეგმილი.

სიმღერის ტექსტი და მუსიკა თამარ ალადაშვილს ეკუთვნის, არანჟირება კობა მესხიას, ვიდეორგოლის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი პაატა ტეტუნაშვილია, კლიპში კი მთავარი სახეები არიან არაბი ლევან სონღულაშვილი და ქართველი თამარ ალადაშვილი.