12 დეკემბერი, 2014

ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

chabua112 დეკემბერს ქართველი კლასიკოსი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების დღეა. წელს მისი გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.

მძიმე და წინააღმდეგობებით სავსე მწერლისთვის ზერა შვების მომტანი აღმოჩნდა. ვინ იცის, რომელმა ტრავმამ დააწერინა მას ისეთი გენიალური ნაწარმოები, როგორიც “დათა თუთაშხიაა”. ჭაბუა ამირეჯიბი XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსად არის აღიარებული.

კლასიკოსი მწერალი მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მეორე დღეს, პირდაპირ კალათბურთის მოედნიდან ჯარში წაიყვანეს, მაგრამ მოკლე ხანში დაითხოვეს მისი რეპრესირებული მშობლების და პოლიტემიგრანტი ნათესავების გამო. ცნობილია, რომ მწერლის მამა 1938 წელს დახვრიტეს, დედა გადაასახლეს, ხოლო ბიძამისი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, 1924 წლის აჯანყების პარიტეტული კომიტეტის წევრი, პოლიტიკურ დარგში ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოადგილე შალვა ამირეჯიბი ემიგრაციაში იყო.

ორგანიზაცია “თეთრი გიორგის” წევრობისთვის მწერალი დააკავეს და 25 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. პროკურორის მიერ განაჩენის გასაჩივრების შემდეგ მოსამართლემ ის ლმობიერად ჩათვალა და უმაღლესი ზომით დახვრეტით შეცვალა, ამის გამო, სამი თვე მწერალმა სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბი ოჯახური პრობლემების წინაშე დადგა. მწერლის დედა დაბრუნდა სხვადასხვა ბანაკში 10 წლიანი ყოფნის შემდეგ, მისი უმცროსი და ნათია ამირეჯიბი დეიდებთან იზრდებოდა. მწერლის უფროსი უფროსი და, როდამი მოსკოვში ცხოვრობდა და ჯერ მიხაილ სვეტლოვის ცოლი იყო, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ფიზიკოს ბრუნო პონტეკორვოს გაყვა ცოლად. მწერლის და როდამი მეორე ქმრის სიკვდილის შემდეგ თბილისში დაბრუნდა, სადაც 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. როდამ ამირეჯიბი პატრონობდა დედასა და ჭაბუას პატიმართა ბანაკებში და მარტოდდარჩენილ უმცორს დას, ნათიას უვლიდა.

ჭაბუა ამირეჯიბს ჰყავს ექვსი შვილი სხვადასხვა ცოლებისგან. მიაჩნდა, რომ „ეს ბანაკებსა და თავისუფლებას შორის მიმოქცევის შედეგია, მაგრამ ღმერთმა იმით დააჯილდოვა, 40 წლის განმავლობაში, ნამდვილ მეუღლესთან, პოეტ თამარ ჯავახიშვილთან ერთად ცხოვრობს სრულ თანხმობაში“.

უფროსი ქალიშვილი მანანა ამირეჯიბი მამის მსგავსად მოთხრობებს წერს და იბეჭდება. მომდევნო ქალიშვილი,დედისა და ბაბუის მსგავსად იურისტი გახდა და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოში მუშაობდა. მწერლის უფროსი ვაჟი ირაკლი ამირეჯიბი აფხაზეთის ომში იბრძოდა, სადაც გმირულად დაიღუპა. ის აეფარა და გადაარჩინა ჟურნალისტი, რისთვისაც ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა სიკვდილის შემდეგ. მწერლის მეორე ვაჟი ლაშა ამირეჯიბი მოქანდაკეა და აფხაზეთის ომის ვეტერანია. მესამე ვაჟი ქუცნა ამირეჯიბი დოკუმენტური ფილმების რეჟისორ-ოპერატორი და მამამისზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ავტორია. მწერლის მეოთხე ვაჟი შალვას ამირეჯიბი განათლებით ბიოლოგი და აფხაზეთის ომის ვეტერანია. მწერალს ჰყავს ცხრა შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი.

2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მწერლის ფიზიკური მდგომარეობის გამო ბერად აღკვეცის წესი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ მისსავე სახლში, თამარაშვილის გამზ. №8-ში შეასრულა. ამ საიდუმლოს მწერლის მოძღვარი დეკანოზი, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილიც ესწრებოდა. როგორც მეუფე სერაფიმემ, საიდუმლოს შესრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლისსახელი. ბერ დავითს, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წერის გაგრძელება შეუძლია, თუკი მას ამის სურვილი ექნება. წესის შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს. მეუფე სერაფიმეს განცხადებით, ჭაბუა ამირეჯიბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი პიროვნებაა და ეკლესიას მისი ბერად აღკვეცის ფაქტი მიულოცა.
ჭაბუა ამირეჯიბი პატარაობისას წერდა ლექსებს და მოთხრობებს. დაახლოებით ოციდან ორმოც წლამდე არაფერი დაუწერია, პატიმრობის შემდეგ კი წერა სერიოზულად დაიწყო. პირველი მოთხრობა “რატომ არ დამაცადე” გამოაქვეყნა 1960 წელს ჟურნალ “მნათობში”. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია “დათა თუთაშხია”, “გორა მბორგალი”, “გიორგი ბრწყინვალე”.

ღირსების ორდენის კავალერს, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, საქართველოს სახელმწიფო პრემიის მფლობელს და ღირსების ორდენის კავალერს 2009 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.