18 დეკემბერი, 2014

სტივენ სპილბერგი იუბილარია

sp1ამერიკელი კინორეჟისორი სტივენ სპილბერგი 18 დეკემბერს იუბილარია. მას 68 წელი შეუსრულდა. სამგზის ოსკაროსანი რეჟისორი ფინანსურად ყველა დროის ყველაზე წარმატებული კინოპროდიუსერიცაა. მას შექმნილი აქვს მრავალი კინოგაქირავების ჰიტი, რომელმაც დიდი გავლენა მუოტანა ჰოლივუდში.

2006 წლისთვის პრესაში მას მოიხსენიებდნენ, როგორც ყველაზე გავლენიან ფიგურად კინოინდუსტრიაში, ხოლო მე-20 საუკუნის ბოლოს ჟურნალმა Life იგი თავისი თაობის ყველაზე გავლენიან პიროვნებად დაასახელა. სპილბერგს ოსკარი მიღებული აქვს საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ფილმისათვის “შინდლერის სია” და საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისათვის ფილმებში “შინდლერის სია” და “რიგითი რაიანის გადასარჩენად”. ასევე მიღებული აქვს ოქროს გლობუსი ამავე ფილმებისთვის როგორც საუკეთესო რეჟისორი.