16 დეკემბერი, 2014

სტეფანე: “ერთი კატეგორია მძულს ადამიანების”

st1მომღერალი სტეფანე სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას აკეთებს, რომელით იმ კატეგორიის ადამიანების სიძულვილზეა, რომელთაც ის ერთუჯრედიან შეუგნებელ ნაგლებს უწოდებს:

“მხოლოდ ერთი კატეგორია მძულს ადამიანების. ერთუჯრედიანი შეუგნებელი ნაგლები! ეს დედააფეთქებული რომ არ ვპასუხობ 15 ჯერ, ერთი მესიჯი რომ მოგწეროს, მიხვდე რა უნდა, ვერ შვება. რაც მთავარია მისი კრეტინი რედაქტორი სამსახურს აძლევს ესეთს. ვინ უნდა გამოგვისწოროს ცხოვრება, ასეთებმა წალეკეს საქართველო და მართლა წესიერი, განათლებული და შეგნებული ახალგაზრდები მორიდებულად სახლში ზიან… კიდევ კარგი ტელეფონზეც იბლოკება ნომრები… იმდენად ვერ ხვდებიან რომ უთიშავ, მაინც რეკავენ! მაგრამ სულ არ ვარ დატანჯული, ბლოკ და მორჩა…”