23 დეკემბერი, 2014

შერონ სტოუნს ახალი რჩეული ჰყავს

sh1ჰოლივუდის მსახიობმა შერონ სტოუნმა ჯერ კიდევ ზაფხულში განუცხადა ერთ-ერთ უცხოურ გამოცემას, რომ ახალი სიყვარულისთვის მზად იყო, ახლა კი უკვე აღარ მალავს თავის გრძნობებს მსახიობ დევიდ დელუკასის მიმართ, რომელიც სტოუნზე 13 წლით უმცროსია.

“ძირითადი ინსტინქტის” 56 წლის მსახიობს სულაც არ აწუხებს კომპლექსი ასაკობრივ სხვაობასთან დაკავშირებით, ამას ისიც ემატება, რომ შერონი მშვენივრად გამოიყურება. წყვილს პაპარაცები სულ უფრო ხშირად ხედავენ ერთად ქუჩაში სეირნობის დროს.

შერონ სტოუნის ახალი რჩეული ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს თამაშობს ფილმებში. მას წინა ქორწინებიდან, რომელიც 2003 წელს დასრულდა, ორი ქალიშვილი ჰყავს. შერონ სტოუნი კი სამ აყვანილ ბავშვს ზრდის. მისი რომანები ყოველთვის ხმაურიანია და ყველა მისი რჩეული მასზე მინიმუმ 10 წლით უმცროსია. მსახიობის ყველაზე ასაკოვანი ბოიფრენდი ანტონიო ბანდერასი იყო, რომელიც შერონზე მხოლოდ 2 წლით აღმოჩნდა უმცროსი.

თავის გარეგნობას შერონ სტოუნი ყოველთვის ეფექტურად იყენებს. მან გაზაფხულზე საცვლების რეკლამაში მიიღო მონაწილეობა და არც გახდაზე უთქვამს უარი, რითაც კიდევ უფრო მეტი სტიმული მისცა ახალგაზრდა მოდელებს.