22 დეკემბერი, 2014

“შეაჩერე ნგრევა!” – აქცია კულტურის სამინისტროსთან

tutu1“შეაჩერე ნგრევა!” – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართება.

“საყდრისს ანგრევენ დღისით და ღამით! თუმცა ჯერ კიდევ დარჩენილია არქეოლოგიური ფენები! ნიკა ანთიძემ ხელი მოაწერა “პანორამა თბილისის” პროექტს! შევაჩეროთ კულტურის ნგრევა! შემოგვიერთდით ყველა! – ასეთი მოწოდებებით გამოდიან აქციის ორგანიზატორები, რომლებიც 22 დეკემბერს 17:30-ზე სანაპიროს 4 ნომერში შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ მიხეილ გიორგაძის უწყების ქმედებებს.

ამის პარალელურად, მუსიკოსებმა დაიწყეს ყოველდღიური ქუჩის კონცერტები, რათა საზოგადოებასთან ერთად მოითხოვონ საყდრისზე სამუშაოების შეჩერება:

“ჩვენ უნდა ავამაღლოთ საზოგადოების განწყობა უმთავრეს სოციალურ და მწვანე პრობლემებზე საქართველოში. აქცია-კონცერტები გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეცვლის პოზიციებს უპირველესად საყდრისის და შემდეგ სხვა დიდი პრობლემების მიმართ მუშათა უფლებების უგულვებელყოფა ბოლნისში, ჭიათურაში, ზესტაფონში, რკინიგზაზე და სხვა მსხვილ საწარმოებში საქართველოს მასშტაბით, ეკოლოგიური კატასტროფები, დაიწყოს საწარმოების ნაციონალიზაციის პროცესი. არა დიდ ჰესებს საქართველოში! ხუდონჰესი, რაჭის ჰესი, ყაზბეგში, აჭარაში და და ა.შ. აქცია-კონცერტი არ არის რომელიმე პარტიის ან ორგანიზაციის მიერ მართული, მასში მონაწილე ყველა მუსიკოსი თუ ხელოვანი იზიარებს ჩვენ მიერ წამოყენებულ მწვავე ეკოლოგიურ პრობლემებს. შემოგვიერთდით, ერთად ყოველდღე გავძლიერდებით.”