10 დეკემბერი, 2014

საუკუნის ძარცვა ჯეიმს ბონდის გადაღებებზე

jeims1ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის გადაღებებისას საუკუნის ძარცვა მოხდა. გერმანიაში, სადაც ფილმზე მუშაობა მიმდინარეობს, შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაღებები ვეღარ გააგრძელა.

ამის მიზეზი გადასაღები მოედნიდან გატაცებული ის 9 ავტომობილი გახდა, რომელთა ღირებულებაც 900.000 დოლარია. შემთხვევას უკვე უწოდეს “საუკუნის ძარცვა”. როგორც შემოქმედებითი ჯგუფი აცხადებს, ფილმის გადაღებები ამ ფაქტის გამო ჩაშლის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა.

როგორც ჩანს, მძარცველებმა ყველაფერი წინასწარ დაგეგმეს. მათ ისე სწრაფად გაიტაცეს მანქანები, რომ პოლიციამ კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნო. 9 მანქანიდან რამდენიმე ავტომობილი სპეციალურად იყო შექმნილი ბონდიანის ფილმისთვის. გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ ძარცვა დაკვეთით მოხდა.

ჯეიმს ბონდის ახალ ფილმს “სპექტრი” ჰქვია და მასში ჯეიმს ბონდი თავის მთავარ მტერს – ტერორისტულ დაჯგუფება “სპექტრს” უპირისპირდება. სწორედ აქედან შეირჩა ფილმისთვის ეს სახელწოდებაც.

ფილმის რეჟისორმა სემ მენდესმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ფილმი წინა ფილმის ერთგვარი გაგრძელება იქნება. მთავარ როლში კვლავაც დენიელ კრეიგია, მისი პარტნიორები კი იქნებიან მონიკა ბელუჩი და ლეა სეიდი.