25 დეკემბერი, 2014

საყდრისთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართება

Sakdrisi_gold325 დეკემბერს 13.00 საათზე თბილისის პარლამენტის შენობის წინ საყდრისთან დაკავშირებული მორიგი აქცია გაიმართება.

“დღეს საქართველოს პარლამენტში განიხილება საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს აფეთქებასთან დაკავშირებით საპარლამენტო გამოძიების დაწყების საკითხი. შევახსენოთ პარლამენტს, რომ ის ვალდებულია დაიცვას კანონის უზენაესობა. ასევე შევახსენოთ, რომ მან არ უნდა გაიღოს მსხვერპლად უნკალური კულტურული მემკვიდრეობა რომელიმე კერძო კომპანიის ერთჯერადი მოგებისთვის. საყდრისი-ყაჩაღიაის მაღაროს მცირე ტერიტორიის დაცვა არ გულისხმობს წარმოების გაჩერებას! კომპანიას პირველი ივლისიდან აქვს 2013 წლის ლიცენზია, რომლითაც შეუძლია იმუშაოს ყველგან, გარდა საყდრისის პატარა ბორცვისა. გთხოვთ, მოხვიდეთ. საყდრისი მხოლოდ ერთი ძეგლი არ არის. საყდრისის დაცვა დღეს უკვე კულტურის დაცვაა. მხოლოდ 20 წუთით!” – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის მოთხოვნებია:

1. დაუყოვნებლივ შეჩერდეს სამთო-მოპოვებითი სამუშაო საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე.

2. დაუყოვნებლივ დაიწყოს საპარლამენტო გამოძიება.

3. არ მოხდეს ლიცენზიის გაგრძელება კომპანია არემჯი გოლდისთვის საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე.

4. სასწრაფოდ შედგეს სამუშაო ჯგუფი საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი არქეოლოგებისა და გეოლოგების შემადგენლობით, ძეგლის დღევანდელი მდგომარეობის ფიქსაციისა და მომდევნო შესწავლისთვის.

5. გაიმართოს ღია დიალოგი დაინტერესებულ სამოქალაქო ჯგუფებს, მთავრობასა და ბიზნესს შორის ადგილობრივი თემის, რეგიონისა და ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის საუკეთესო გზების შემუშავების მიზნით, კულტურული, სოციო-ეკნომიკური და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით.