5 დეკემბერი, 2014

სამებაში საქველმოქმედო საღამო გაიმართება

56 დეკემბერს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო საღამო ირაკლი არაბულის დასახმარებლად.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დები გოგოჭურები, დები წიკლაურები, დები ზვიადაურები, თემურ არაბული, გიორგი გიგაური, თორნიკე ნაროზაული, ჯარჯი შუქიაური, გიორგი არაბული, ირაკლი ჭინჭარაული და თამარ არაბული.

ირაკლი არაბული 2014 წლის 17 სექტემბერს მოყვა ავარიაში, მას შემდეგ იმყოფება კომაში, ამჟამად გადის მკურნალობას მედიქლაბში, მისი მკურნალობა ძალიან ძვირი ჯდება და ოჯახს მისი გადახდა არ შეუძლია.