11 დეკემბერი, 2014

სალომე ბაკურაძე ისევ ლიდერია

2მომღერალი სალომე ბაკურაძე მუსიკალური პროექტის “ერთი ერთში” ლიდერობას კვლავ ინარჩუნებს. მან არც ამ საკონკურსო ტურში დაუთმო პირველობა არავის და წამყვანი პოზიცია მყარად შეინარჩუნა.

ეს ლაივი რუსკა მაყაშვილს მარტოს მიყავდა. მისი თანაწამყვანი კახა კინწურაშვილი გასტროლებზე იმყოფება ჩინეთში. ჟიურის სამ მუდმივ წევრს მეოთხე მიწვეული სტუმარი მსახიობი გოგა ბარბაქაძე დაემატა და მანაც თავისი ქულები შოუს ბოლოს კონკურსანტებზე გადაანაწილა.

ეს ლაივი წარმატებული სალომე ბაკურაძისთვის აღმოჩნდა. მის მიერ განსახიერებული მისი ელიოტი ჟიურის ოთხივე წევრმა მოიწონა და ოთხივემ უმაღლესი 12 ქულა დაუწერა. უმაღლესი ქულა მიიღო სალომემ მაყურებლისგანაც და ამ ლაივის ლიდერი გახდა 65 ქულით. სალომე ბაკურაძე მთლიანობაშიც ლიდერია. მას სულ 225 ქულა დაუგროვდა.

ლოტოტრონმა მორიგი ოთხშაბათისთვის კონკურსანტებს ახალი ვარსკვლავები დაუსახელა. გიორგი სუხიტაშვილს ტინა ტერნერი შეხვდა, გოგა მესხს მაიკლ ბოლტონი, ლიზა ყენიას სელენა გომესი, თემო საჯაიას სტივენ ტაილერი, ზურა ჯავახიას მამუკა ჩარკვიანი, ნუკა კვალიაშვილს ქრისტინა აგილერა, ნინი წიკლაურს ნელი ფურტადო, სალომე ბაკურაძეს კი ნატალი იმბრუგლია.