7 დეკემბერი, 2014

სახალწლო ნაძვის ხე

a1საახალწლო სალათა

მასალად საჭიროა: კრაბის ჩხირები – 100 გრამი; კიტრის მწნილი – 2-3 ცალი; კვერცხი – 2-3 ცალი; მოხარშული ბრინჯი – ნახევარი ჭიქა; მაიონეზი – 100 გრამი; სიმინდის მარინადი – 150 გრამი; მწვანე ხახვი – 4-5 ღერი; კამა – 3-4 ღერი; ოხრახუში – 4-5 ღერი; მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: კვერცხი მოვხარშოთ, გავასუფთავოთ და გავხეხოთ წვრილ სახეხზე. ბრინჯი მოვხარშოთ მარილწყალში, გადავავლოთ ცივი წყალი და გადავწუროთ. განიერ მრგვალ თეფშზე კოვზით თანაბრად გადავანაწილოთ მოხარშული ბრინჯი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კრაბის ჩხირები, გახეხილი კიტრის მწნილი, მოვასხათ მაიონეზი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, გახეხილი კვერცხი, გარშემო წრეზე დავულაგოთ დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები. მწვანე ხახვი, კამა და ოხრახუში დავჭრათ წვრილად და თეფშის ცენტრში მათი ნარევით გავაკეთოთ ნაძვის ხე. თხლად დაჭრილი კრაბის ჩხირებით გავაკეთოთ პატარა წრეები და დავალაგოთ მწვანილის ნაძვის ხეზე სიმინდის მარცვლებთან ერთად.