14 დეკემბერი, 2014

საახალწლო მუსიკალური შეხვედრები იწყება

clasikuri-musika1ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიაში 15 დეკემბრიდან XVII საერთაშორისო ფესტივალი “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” იწყება, რომელიც 29 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მე-17 ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები მევიოლინე, ჩაიკოვსკის, ვენიავსკის, სიბელიუსის სახელობის საერთაშორისო სავიოლინო კონკურსების პირველი პრემიის ლაურეატი ნიკიტა ბორისოგლებსკი, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჩელისტი გიორგი ხარაძე, პიანისტები საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი ილია კონდრატიევი და მსოფლიო ვარსკვლავი ბორის ბერეზოვსკი, ჯაზ-ტრიო შვეიცარიიდან, ფოლკლორული ანსამბლი „იმერი“, კონსერვატორიის მაგისტრატურის გუნდი, მსოფლიო საოპერო სცენის ქართველი ვარსკვლავები ქეთევან ქემოკლიძე, თეონა დვალი, სალომე ჯიქია, გია ონიანი, სულხან გველესიანი, კონცერტი ეძღვნება ოთარ თაქთაქიშვილის დაბადებიდან 95 წლისთავს.

15 დეკემბერს ფესტივალს კონსერვატორიის დიდ დარბაზში კამერული მუსიკის კონცერტი გახსნის, სადაც დაუკრავს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა”, სოლისტი ნიკიტა ბორისოგლებსკი (ვიოლინო), საკონცერტო პროგრამაშია ჩაიკოვსკის, ცინცაძის, ვენიავსკის ნაწარმოებები.

17 დეკემბერი ჯაზის საღამო, მონაწილეობს ჯაზ-ტრიო შვეიცარიიდან, შესრულდება მაიკლ არბენცის, ფლორიან არბენცის და თომას ლანსის ნაწარმოებები.

19 დეკემბერი ფოლკლორული მუსიკის კონცერტი, მონაწილეობს ანსამბლი “იმერი”, ხელმძღვანელი რობერტ გოგოლაშვილი.

21 დეკემბერი საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი. პიანისტი ილია კონდრატიევი დაუკრავს ბეთჰოვენის, დებიუსის, ბარტოკის, შუბერტისა და ლისტის ნაწარმოებებს.

23 დეკემბერი კამერული მუსიკის კონცერტი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა” და ჩელისტი გიორგი ხარაძე. შესრულდება შოსტაკოვიჩის, ჰაიდნისა და აზარაშვილის ნაწარმოებები.

25 დეკემბერი საგუნდო მუსიკის კონცერტი. იმღერებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის კამერული გუნდი, დირიჟორები თამარ დეკანოსიძე, ეთერ ბროლაძე, ლაშა მიროტაძე, გიორგი რევიშვილი, ლევან ჯაგაევი და არჩილ უშვერიძე.

27 დეკემბერი ვოკალური მუსიკის კონცერტი. ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ოთარ თაქთაქიშვილის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს. მონაწილეობენ ქეთევან ქემოკლიძე, სალომე ჯიქია, თეონა დვალი, გია ონიანი, სულხან გველესიანი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერის ორკესტრი, დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი.

28 დეკემბერი საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი. პიანისტი ბორის ბერეზოვსკი ბახის, ლისტის, დებიუსისა და რახმანინოვის ნაწარმოებებს შეასრულებს.

კონსრვატორიაში დაგეგმილ ფესტივალზე დასასწრები ბილეთის ფასი 5- 30 ლარია.