26 დეკემბერი, 2014

რობი უილიამსი Volkswagen-ის მარკეტოლოგი გახდა

robi2მომღერალი რობი უილიამსი გერმანული კონცერნის Volkswagen მარკეტოლოგი გახდა. მომღერლის ოფიციალური წარდგინება საგანგებო  პრესკონფერენციაზე უკვე შედგა. რობი უილიამსი ამ ფირმის 9 მოდელის მანქანების გაუწევს რეკლამირებას, მათ შორისაა, Golf, Polo, Beetle და Tiguan8

სპეციალურად ამ სარეკლამო კამპანიისთვის შეიქმნა ვებ გვერდი, რომლის მთავარ გვერდზე შესვლისას მომხმარებელს რობი უილიამსი ესალმება:

“ხომ ხედავთ, მარკეტოლოგიც გავხდი. ჩემთვის ეს სრულიად ახალი და ჩემი პროფესიისგან რადიკალურად განსხვავებული საქმიანობაა. მუსიკა ჩემთვის ყველაფერია, თუმცა ეს სფეროც საინტერესოა.”

ახალი მოდელის მანქანების გაყიდვა უკვე დაწყებულია. Volkswagen-ის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ რობი უილიამსი ამ საქმეს წარმატებულად გაართმევს თავს და მათი მანქანების გაყიდვების რიცხვი სულ უფრო და უფრო გაიზრდება.