25 დეკემბერი, 2014

რობერტ სტურუამ ახალი სპექტაკლი დადგა

4რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა რობერტ სტურუამ ახალი სპექტაკლი დადგა. “ჯადოსნური ღამე” – ასე ეწოდება ახალ წარმოდგენას, რომელიც რუსთაველის თეატრში 3-დან 12 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

ერთმოქმედებიანი საახალწლო ზღაპრის ინსცენირება რობერტ სტურუას, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეს და ნინო კანტიძეს ეკუთვნით, რეჟისორები რობერტ სტურუა და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე არიან, მხატვარი მირიან შველიძე, მუსიკალური გამფორმებელი ია საკანდელიძე, ქორეოგრაფები კოტე ფურცელაძე, მარიამ ალექსიძე, კონცერტმაისტერი მარიკა ოსიტაიშვილი, სიმღერების არანჟირების ავტორი ევგენი ჭავჭანიძე, რეჟისორის თანაშემწე გრიგოლ თათეიშვილი.

სპექტაკლში მონაწილეობენ რუსთაველის თეატრის მსახიობები მანანა აბრამიშვილი, ნინო არსენიშვილი, ზაზა ბარათაშვილი, დავით გოცირიძე, გოგა ბარბაქაძე, პაატა გულიაშვილი, თათული დოლიძე, ზურა ინგოროყვა, მარინა კახიანი, ბაჩი ლეჟავა, ნინო მაყაშვილი, რუსუდან მაყაშვილი, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე, ეკა მოლოდინაშვილი, ირაკლი სანაია, ტრისტან სარალიძე, ქეთი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი, ია სუხიტაშვილი, ნიკა ქაცარიძე, ჯემალ ღაღანიძე, ზურა შარია, გაგი ჩხაიძე, დარეჯან ხარშილაძე, ქეთი ხიტირი, ნანუკა ხუსკივაძე, ლაშა ჯუხარაშვილი. ასევე ბავშვები ელენე გონაძე, ზუკა დარჯანია, თეკლა ზღუდაძე, დათი ქერეთელი, ნატალია და ეკატერინე ჭიჭინაძეები. მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია „ვერის უბნის ტანცკლასის“ მოსწავლეები და ანსამბლი „თუთარჩელა“.

“ოჯახი ახალი წლის შესახვედრად ემზადება. ახალი წლის წინა ღამეა. დედა შვილებს აძინებს რომ, საახალწლო საჩუქრები მოუმზადოს. ღამდება და იწყება ჯადოსნური სიზმარი. ეს არის ულამაზესი სანახაობა ცეკვებითა და სიმღერებით ცოცხალი შესრულებით ბენდთან ერთად. სპექტაკლში მონაწილეობს რუსთაველის თეატრის მთელი დასი,” – აცხადებენ რუსთაველის თეატრში.