11 დეკემბერი, 2014

რეზო ჩხეიძეს “ხელოვნების ქურუმს” გადასცემენ

rezo1ქართველი კინორეჟისორს რეზო ჩხეიძეს ხელოვნების ქურუამს გადასცემენ. საზეიმო ღონისძიება 11 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართება და ის რეზო ჩხეიძის 88 და მისი ფილმის “ჯარისკაცის მამა” 50 წლის იუბილეს მიეძღვნება. საღამო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდება.

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია წიგნის „ჯარისკაცის მამა 50“ პრეზენტაცია, ნაჩვენები იქნება ფილმი „როგორ შეიქმნა ჯარისკაცის მამა“, სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული კოლაჟი ცნობილი კინორეჟისორის ნამუშევრების შესახებ.

რეზო ჩხეიძეს იუბილეს მიულოცავენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ქუთაისის გუბერნატორი, საპატიო ქუთაისელები. საიუბილეო საღამოში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი ხელოვანები გოგი დოლიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, რომა რცხილაძე, ანსამბლები „რუსთავი“ და „ერისიონი“, ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება მცირე კონცერტი.

ღონისძიების დასასრულს გაიმართება მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ის, რაც მახსოვს“ ჩვენება.

მიხეილ გიორგაძე კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რეზო ჩხეიძეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალურ პრიზს „ხელოვნების ქურუმს“ გადასცემს.