ქუთაისის ოპერის თეატრი 45 წლისაა

qu127 დეკემბერს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი დაარსებიდან 45 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საიუბილეო კვირეული 23 დეკემბერს გაიხსნება. კვირეულის ფარგლებში შედგება ოპერის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებლის და ყოფილი დირიჟორის თეიმურაზ კობახიძის წიგნის პრეზენტაცია, გაიმართება კობახიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი.

24 დეკემბერს ქუთაისის ოპერის თეატრის საიუბილეო დღეების მხარდაჭერის მიზნით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიერ გაიმართება გალა-კონცერტი.

26 დეკემბერს ჩატარდება თეატრის ღვაწლმოსილი არტისტების გიორგი ლომთაძისა და ანატოლი ჭურღულიას ვარსკვლავების გახსნის საზეიმო ცერემონიალი.

27 დეკემბერს საიუბილეო კვირეული დაიხურება ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლით. წარმოდგენილი იქნება ლეონკავალოს „ჯამბაზები“. სპექტაკლს თბილისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს.