ქეთევან მაღალაშვილის 120 წლის იუბილე სამებაში აღინიშნება

qet1ცნობილი ქართველი მხატვრის ქეთევან მაღალაშვილის დაბადებიდან 120 წლისადმი მიძღვნილი საღამო ,,პორტრეტის ხელოვნების საიდუმლო” და გამოფენა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში აღინიშნება.

მისი ორგანიზატორები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის პირველი ხელოვნების სამხატვრო სკოლა, დირექტორი ქეთევან ბარნაბიშვილი, იდეის ავტორი ქალბატონი ლია ბუაძე. სკოლის მოსწავლეებმა ამ იუბილესთან დაკავშირებით შეასრულეს პორტრეტული ნამუშევრები, როგორც კონკრეტული პიროვნების, ისე ავტოპორტრეტებიც. მოსწავლეებმა მოამზადეს მცირე ზომის ნარკვევები გამოჩენილი მხატვრის შესახებ, რომლებსაც გამოფენის გახსნისას გააცნობენ მოსულ სტუმრებს.

ქეთევან მაღალაშვილი ჯერ თბილისში კავკასიის ნატიფ ხელოვნებათა ხელისშემწყობი საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში სწავლობდა, სადაც მასწავლებლად იყვნენ იაკობ ნიკოლაძე, მოსე თოიძე, ოსკარ შმერლინგი, შემდეგ კი მოსკოვში ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღრობის სკოლაში ცნობილ ფერმწერებთან კოროვინთან და კასატკინთან. ის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო ახლად დაარსებულ ეროვნულ გალერეაში, რომლის ხელმძვანელმა დიმიტრი შევარდნაძემ დიდი როლი ითამაშა ქეთევან მაღალაშვილის როგორც მხატვრის ჩამოყალიბებაში. ის შეუერთდა მხატვრების ჯგუფს დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, შალვა ქიქოძის შემადგენლობით, რომლებიც პარიზში ცხოვრობდნენ და სრულყოფდა თავის ოსტატობას კოლაროსის აკადემიაში.

მხატვარი მუშაობდა რესტავრატორად “მეტეხის” მუზეუმში, ახდენდა მინიატურების, ფრესკების კოპირებას. ქეთევან მაღალაშვილი ტრიალებდა ინტელიგენტურ გარემოცვაში და ქმნიდა თანამედროვეების ელენე ახვლედიანის, იაკობ ნიკოლაძის, სოლიკო ვირსალაძის და სხვათა პორტრეტებს.

მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.