9 დეკემბერი, 2014

ქეით ჰადსონმა ნიშნობა ჩაშალა

kate-hudson1ამერიკელმა მსახიობმა ქეით ჰადსონმა თავის რჩეულთან ბრიტანული ჯუფ Muse -ის სოლისტთან მეთიუ ბელამთან ნიშნობა ჩაშალა.

მსახიობმა 4 წლიანი ურთიერთობა ნიშნობის ჩაშლით დაასრულა და გადაწყვიტა, მეთიუსთან იმეგობროს. მეთიუმ ქეითს თავისი გული და ხელი ჯერ კიდევ 2011 წელს შესთავაზა, როცა წყვილს ბიჭი ბინგამ ჰოუმ ბელამი გაუჩნდა. მართალია, მსახიობმა მომღერლის შეთავაზება მიიღო, მაგრამ ქორწილს არც ერთი არ ჩქარობდა:

“ჩვენ ორივე ძალიან დაკავებულები ვართ და ეს კარგია. თუ გათხოვებას გადავწყვეტ, ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერს ზედმიწევნით ზუსტად გავაკეთებ,” – აცხადებდა მსახიობი.

ახლა წყვილი უკვე მეგობრობას ცდილობს და შვილზე ზრუნვით არის დაკავებული. ქეითისა და მეთიუს ნიშნობის ჩაშლის შემდეგ, მაშინვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა პირადი ცხოვრება დაალაგა. ამბობენ, რომ ის თავისი ცეკვის პედაგოგს დერეკ ჰაფს ხვდება.

2007 წლამდე ქეით ჰადსონი მუსიკოს კრის რობინსონზე იყო გათხოვილი. 2004 წელს მათ ბიჭი რაიდერ რასელ რობინსონი შეეძინათ.