ქართული ხელნაწერების ფოტოები კაიროში გამოიფინა

kaligr3ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, მამლუქ ამირ ალ–ტაზის ისტორიულ სასახლეში ქართული დამწერლობის ნიმუშების, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართული და არაბული ხელნაწერების ფოტო-გამოფენა გაიხსნა. ცენტრის ხელნაწერი კოლექციების გვერდით გამოიფინა ოთხი ახალგაზრდა კალიგრაფის დავით მაისურაძის, გიორგი სისაურის, ოთარ მჭედლიშვილისა და ალექსანდრე მამუკაშვილის კალიგრაფიული ნამუშევრები.

პროექტის მიზანია ქართულ-ეგვიპტური ურთიერთობების განვითარება, ეგვიპელებისთვის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართული და უცხოური (არაბული) ხელნაწერი მემკვიდრეობისა და ქართული დამწერლობის პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე.

ღონისძიება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, კაიროში საქართველოს საელჩოსა და ეგვიპტის კულტურის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება. გამოფენას გახსნეს ეგვიპტის კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების საკითხებში, ასევე, ეგვიპტის კულტურის სამინისტროს კულტურული განვითარების ფონდის დირექტორმა, კაიროში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ. ექსპოზიციაზე ასევე მიწვეული იყვნენ კაიროში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ეგვიპტის ოფიციალური პირები, კულტურის სფეროს წარნმომადგნელბი და ეგვიპტის ეროვნული არქივის დირექტორი.

გამოფენის მეორე ეტაპი ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში გაიმართება.