14 დეკემბერი, 2014

პიტერ ო’ტულის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

Peter_O'Tooleმსოფლიოს კინოვარსკვლავის პიტერ ო’ტულის გარდაცვალებიდან 14 დეკემბერს ერთი წელი გავიდა.

მსახიობი, რომელიც რვაჯერ იყო ოსკარზე წარდგენილი ნომინაციაში საუკეთესო მამაკაცის როლზე, ყოველ ჯერზე უმაღლესი ჯილდოს გარეშე დარჩა. ამ ნომინაციაში მას პრიზს ართმევდნენ მარლონ ბრანდო, გრეგორი პეკი, რობერტ დენირო. ის მიჩნეულია, როგორც ყველაზე უიღბლო მსახიობი ოსკარების ისტორიაში. ნახევარსაუკუნოვანი კინოკარიერის განმავლობაში პიტერ ო’ტულს სხვადასხვა კინოფესტივალებზე ოთხი პრიზი მიანიჭეს.

მისმა პოპულარობამ გასული საუკუნის 60-იან წლებში პიკს მიაღწია, როცა ლურჯთვალება უსიმპათიურესი მსახიობი ბრიტანულ ფილმში “ლოურენს არავისკი” მთავარ როლში გამოჩნდა.

მსახიობის მიერ განსახიერებული ინგლისის მეფე ჰენრიხ მეორე ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, თუმცა ორივეჯერ პრიზის გარეშე დარჩა. მის მიერ შესრულებული როლებიდან ასევე გამორჩეულია ტიბერის როლი ფილმში “კალიგულა”.

70-იან წლებში ხელოვანი ალკოჰოლის დამოკიდებულებისგან განკურნებას ცდილობდა და სიკვდილის პირას იყო მისული, თუმცა მონდომებამ თავისი გაიტანა და მსახიობი გადარჩა.

პიტერ ო’ტული დიდ კინოში ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმით “უკანასკნელი იმპერატორი” დაბრუნდა. მთლიანობაში მსახიობმა 80-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა. კინოს პარალელურად, ის აქტიურად მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებშიც დიდი ბრიტანეთში, ირლანდიაში და ამერიკაში.

2003 წელს, როცა მას ამერიკულმა კინოაკადემიამ გადასცა საპატიო ოსკარი კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილსთვის, თავდაპირველად მსახიობმა უარი განაცხადა ამ ჯილდოს მიღებაზე, თუმცა ბოლოს გადაწყვეტილება შეცვალა და დაჯილდოების ცერემონიალზე გამოცხადდა.

მსახიობი 20 წლის განმავლობაში დაქორწინებული იყო მსახიობ შან ფილიპსზე. ამ ქორწინებიდან პიტრ ო’ტულს დარჩა ორი ქალიშვილი კეიტი და პატრისია, ორივემ მშობლების გზა აირჩიეს და დღეს ისინი მსახიობები არიან. მას ასევე ჰყავს ბიჭი ლორკანი, რომელიც მსახიობს ყოფილმა მოდელმა კარენ სამერფილდმა გაუჩინა.

2012 წელს პიტერ ო’ტულმა თავისი კინოკარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ერთი წლის შემდეგ კი 81 წლის მსახიობი ლონდონის ერთ-ერთი ჰოსპიტალში გარდაიცვალა.