11 დეკემბერი, 2014

პიტერ ჯექსონს ვარსკვლავი გაუხსნეს

piter-jackson1ჰოლივუდის დიდების ხეივანში რეჟისორ პიტერ ჯექსონს სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს.

ამ მნიშვნელოვან დღეს მასთან ერთად იყვნენ არა მარტო ოჯახის წევრები და ახლობლები, არამედ “ჰობიტის” შემოქმედებითი ჯგუფიც: ორლანდო ბლუმი, ევანჯელინ ლილი, ელაიჯა ვუდი, ენდი სერქისი და სხვები.

რეჟისორმა, რომელიც ცნობილია გახმაურებული პროექტებით “ბეჭდების მბრძანებელი” და “ჰობიტი”, სიამოვნებით გაუზიარა თავისი სიხარული კოლეგებს. შეკრებილი საზოგადოებისთვის მან მცირე საცეკვაო წარმოდგენაც გამართა. ამაში კი ქარიზმატული ენდი სერქისი დაეხმარა.

პიტერ ჯექსონის “ჰობიტი” ლოს ანჯელესში უკვე აჩვენეს. უახლოეს დღეებში კი ფილმის მსოფლიო პრემიერაა დაგეგმილი.