5 დეკემბერი, 2014

ფარელ უილიამსს ვარსკვლავი გაუსხნეს

darel-1მომღერალს, პროდიუსერს და შვიდი გრემის მფლობელ ფარელ უილიამსს ჰოლივუდში დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. მომღერლის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ მისი მეგობრები, კოლეგები და თაყვანისმცემლები. სტუმართა შორის აღმოჩნდა ცნობილი ტელეწამყვანი ელენ დედჯენერსიც.

ფარელ უილიამსთან ერთად ეს სიხარული მისმა მეუღლემ ჰელენ ლასიჩანმაც გაიზიარა. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალზე იმყოფებოდა მომღერლის 6 წლის შვილი როკეტიც:

“შეუძლებელია ადამიანმა ამდენ ეიფორიას გაუძლო, მაგრამ თუკი მადლიერი ხარ, ამდენ სიხარულსაც დაიტევ,” – განაცხადა მომღერალმა.

წელს ფარელ უილიამსს შანსი აქვს მოხვდეს გრემის ნომინანტთა შორის ნომინაციებში საუკეთესო ალბომი და საუკეთესო სიმღერა. საუკეთესო ალბომის ნომინაციაზე წარდგენილია მისი ალბომი Girl, საუკეთესო მუსიკად კი Happy. დაჯილდოების ცერემონიალი 8 თებერვალს არის დანიშნული.

მუსიკის გარდა, მომღერალი აქტიურად მუშაობს მოდის სფეროშიც. მან დაამზადა აქსესუარებისა და სამკაულების კოლექცია Louis Vuitton-ისთვის, სპორტული სამოსი Adidas-ისთვის. გარდა ამისა, ის რეტრო მინი ფილმშიც სახელწოდებით “Chanel” გადაიღეს.