21 დეკემბერი, 2014

პატრიარქის აღსაყდრების იუბილეს კონცერტი მიეძღვნება

ilia2 21 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 37 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის გოგონათა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით და სიონის მგალობელ ვაჟთა გუნდი ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით.

საკონცერტო პროგრამაშია კეჭაყმაძის, ბეგლარიშვილის, კვეტენაძის, ბოლქვაძის, უაიტეკრის ნაწარმოებები, ასევე საგალობლები და ხალხური სიმღერები.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.