19 დეკემბერი, 2014

“პატარა ვარსკვლავები” ახალ შოუს წარმოადგენენ

metexi126 დეკემბერს “თბილისი არტ-ჰოლში” ფოცხიშვილების ბავშვთა ქორეოგრაფიული დასი “პატარა ვარსკვლავები” წარმოადგენს ბავშვთა ქორეოგრაფიულ შოუს “ახალი მზე”.

ქორეოგრაფიული წარმოდგენა შედგება 2 აქტისგან. პირველ აქტში შესრულდება კოლხურის სუიტა, ხორუმი, პრელუდია, დაისი, კავკასიური სუიტა, ქალთა მოხეური და უკვდავნი. მეორე აქტში წარმოდგენილი იქნება სიყვარული ყველას უნდა, მუხამბაზი, ძველი თბილისი, ქართული მოდერნი, მსოფლიო რიტმები, სულიკო და მხედრული.

ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი, ქორეოგრაფ-რეპეტიტორი და კოსტუმების მხატვარი ნინო ქართველიშვილი, მუსიკალური ხაზი მერაბ მამულაშვილი და დავით ფოცხიშვილი, ტექნიკური მენეჯერი გია გელაძე და ხმის რეჟისორი ლევან რეხვიაშვილი.

“გზა მიზანია და მიზანი გზაა…” – ფოცხიშვილების საკონცერტო კომპანია “მეტეხი”.