პაოლო კოელიო Sony Pictures-ს 100.000-ს სთავაზობს

paolo1ცნობილი ბრაზილიელი მწერალი პაოლო კოელიო კომპანია Sony Pictures-ს 100.000 დოლარს სთავაზობს ფილმისთვის “ინტერვიუ”. ამის შესახებ განცხადება მწერალმა ტვიტერში გაავრცელა.

მას სურს, რომ კინოკომპანიისგან მიიღოს უფლება, რომ ეს ფილმი, რომელიც კიმ ჩენ ინის შესახებ არის გადაღებული, საკუთარ ბლოგზე გაავრცელოს ინტერნეტში და მასზე ნებისმიერ ადამიანს თავისუფალი წვდომა ჰქონდეს.

18 დეკემბერს Sony Pictures-მა უარი განაცადა ფილმის პრემიერაზე იმ მოტივით, რომ კინოკომპანიამ ჰაკერებისგან მუქარის წერილი მიიღო. მასში ნათქვამი იყო, რომ თუკი “ინტერვიუს” პრემიერა გაიმართებოდა, კინოთეატრებში ტერაქტები მოხდებოდა. უსარფთოხების მიზნით, პრემიერა მოიხსნა.

გარდა ამისა, კომპანიამ ამ ფილმთან დაკავშირებით, რომელიც კომედიური ჟანრისაა, ყველანაირი სამომავლო გეგმა დღის წესრიგიდან მოხსნა. ის გამოცემული არ იქნება არც დივიდიზე და არც სხვა ფორმით გავრცელდება.

15 დეკემბერს ინტერნეტში გავრცელდა ფილმის ნაწყვეტი, სადაც კიმ ჩენ ინის სიკვდილის სცენაა ასახული. მეორე დღეს ჰაკერებმა კინოკომპანიას გაუგზავნეს მუქარით სავსე წერილები, რომ თუკი ფილმის პრემიერა გაიმართებოდა, 2001 წლის 11 სექტემბრის მსგავს ტერაქტებს ექნებოდა ადგილი. ამის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების 10-მა უმსხვილესმა კინოთეატრმა ფილმის ჩვენებაზე უარი განაცხადა.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მოუდოწა სამართალდამცავებს მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები და საშუალება მისცენ ხალხს კინოში იარონ:

“ჩვენ მაქსიმალურ მზადყოფნაში ვიქნებით და აცილებლად გავაფრთხილებთ ადამიანებს, თუკი მათ რაიმე საფრთხე დაემუქრებათ. პირადად, ვურჩევ ხალხს წავიდნენ კინოთეატრებში.”