პანჩო ციხეში შეაბრუნეს

pancho1მომღერალი პანჩო, იგივე ლევან მგალობლიშვილი ციხეში შეაბრუნეს. ამის ინიციატორი პრობაციის ეროვნული სააგენტო გახდა.

მართალია პანჩოს არაფერი დაუშავებია და არც კანონი დაურღვევია, მაგრამ სააგენტოს ინიციატივით, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში პანჩო და მისი მეგობარი გია ნიკოლაძე, “ნიკოლშოუს” ერთ-ერთი წევრი ციხეში აღმოჩნდნენ.

მეგობრებმა თავისუფლებაშეზღუდულთათვის კონცერტი გამართეს. გია ნიკოლაძემ პატიმრებს თავისი პოემიდან ნაწყვეტები წაუკითხარ, პანჩომ კი თავისი ჰიტები უმღერა.

“მაგისთვის ვართ გაჩენილი ამქვეყანაზე, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. ზოგჯერ გვიჭირს, ზოგჯერ არა. ვისაც უჭირს იმას უნდა დავეხმაროთ სულიერად და გვერდში დავუდგეთ. ეგრევე ჩავალაგეთ გიტარები, მე პოემაც ჩავდე და გამოვიქეცით აქ, რომ ჩვენი ძმები გვენახა და გაგვემხნევებინა,” – განაცხადა გია ნიკოლაძემ.

პანჩო ციხეში რამდენიმე წლის წინ მოხვდა. ამის მიზეზი პლანის მოხმარება გახდა. მომღერალმა სასჯელი გლდანის მერვე დაწესებულებაში მოიხადა.