26 დეკემბერი, 2014

ოთარ თაქთაქიშვილის იუბილეს კონსერვატორია აღნიშნავს

otar627 დეკემბერს ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ოთარ თაქთაქიშვილის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი გაიმართება.

ოთარ თაქთაქიშვილის იუბილე ვოკალური მუსიკის კონცერტით აღინიშნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქვეყნოდ აღიარებული ქართველი საოპერო მომღერლები ქეთევან ქემოკლიძე, გია ონიანი, თეონა დვალი, სულხან გველესიანი, სალომე ჯიქია. ასევე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი და მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი. კონცერტზე აჟღერდება ოთარ თაქთაქიშვილის ნაწარმოებები.

ღონისძიება ჩატარდება საერთაშორისო ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ ფარგლებში.