10 დეკემბერი, 2014

ონისე ონიანი პრემიერისთვის ემზადება

onise1მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ონისე ონიანი პრემიერისთვის ემზადება.

“მგონი რაღაც გამოდის”, – აცხადებს მსახიობი და რეჟისორის ბოლო მითითებებს ასრულებს.

11 და 12 დეკემბერს პრემიერა მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება. თითების თეატრი წარმოადგენს ონისე ონიანს, ელენე ფირცხალავას, ზაზა კაკაბაძეს, ლუკა ზირაქაძეს და ქეთევან კანტიძეს სპექტაკლში “თამაში მაგიდასთან”, რომლის რეჟისორიც თითების თეატრის დამაარსებელი რეჟისორი ბესო კუპრეიშვილია.

“თითების თეატრის სამყაროში სულ სხვა პერსონაჟი დაიბადება. თანდათანობით ამ პერსონაჟის გრიმიც შეიცვლება და დიდი ზომის კოსტიუმით ჯამბაზი მოგვევლინება. სპექტაკლი, რომელიც ოცნების და ფანტაზიის საშუალებას ქმნის!” – აცხადებენ მარჯანიშვილის თეატრში და მაყურებელს პრემიერაზე ელოდებიან.